დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპარალმენტის ანგარიში საქართველოს მიმართ დადებითი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისეტებს ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიტ ტურკმა განუცხადა, რომელიც ბრიტანეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო.
პრიტ ტურკის განცხადებით, ესტონეთის მხარე საქართველოს მისწრაფებას ვიზალიბარალიზაციის გზაზე მიესალმება.
"ესტონეთის მხარე პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც მალე გახდება ცნობილი, საქართველოს მიმართ დადებითი იქნება. ჩვენი ქვეყანა ამას მიესალმება", - აღნიშნა პრიტ ტურკმა.