თურქეთი ისწრაფვის, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას ახალი თავი ევროკავშირთან მოლაპარაკებებში ქვეყნის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და იმედოვნებს , რომ ეს პროცესი უახლოეს ხანში დასრულდება. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა.
სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ 17 დეკემბერს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ამ თემაზე მოლაპარაკებები იგეგმება.
14 დეკემბერს ევროკავშირმა განაახლა მოლაპარაკებათა პროცესი თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ დროისთვის 17 პუნქტიანი შეთანხმება განიხილება, რომელიც ეკონომიკასა და ფინანსებს ეხება.
თურქეთმა პირველად ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული განაცხადა 1987 წელს წარადგინა.