თურქეთში ქურთთა პარტიის

თურქეთში ქურთთა პარტიის "ბოევიკების" მიერ დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთის პროვინცია დიარბაქირში პოლიციის დაჯავშნულ ტრანსპორტზე თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჯავშნული ტრანსპორტით პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი გადაჰყავდათ, რა დროსაც გზაზე ბომბი აფეთქდა.

პირველადი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქურთთა მუშათა პარტიის "ბოევიკებმა" დაამონტაჟეს. ინციდენტის შემდეგ რეგიონში "ბოევიკების" განეიტრალების ოპერაცია დაიწყო.

დიარბაქირში ორი დღეა მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. მოსახლეობა ზოგიერთ დასახლებაში კომენდანტის საათის არსებობას აპროტესტებს.