ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა. როგორც კვაჭანტირაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ივანიშვილი კოალიციის სულის ჩამდგმელად და უპირობო ლიდერად რჩება და მისი მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.
"ქართული ოცნების" ცეტნრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მასთან ერთად ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.