საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კანდიდატი ბევრია და მათ საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს. ამასთან, კვაჭანტირაძის ცნობით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, "ქართული ოცნების" სიასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
როგორც კვაჭანტირაძე განმარტავს, საარჩევნო სიის თაობაზე მუშაობა მიდის, თუმცა ის ჯერ შედგენილი არ არის. კვაჭანტირაძის ვარაუდით, სიის შესახებ გადაწყვეტილებები დაახლოებით იანვრისთვის იქნება მიღებული.