ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში მაღალჩინოსნების სმს-ები არ აღმოჩნდა

ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში მაღალჩინოსნების სმს-ები არ აღმოჩნდა

ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.

კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში სმს-ები მართლაც იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.

"ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების სმს-ები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი სმს-ები", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ე.წ. შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 30-მდე მოწმეა დაკითხული.