ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სულხან მოლაშვილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში დამნაშავე იყო

ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სულხან მოლაშვილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში დამნაშავე იყო

ახლაც დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ სულხან მოლაშვილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში იყო დამნაშავე, - ამის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

ლევან მურუსიძე უზენაეს სასამართლოში სულხან მოლაშვილის საქმეს იხილავდა. რაც შეეხება წამებას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განმარტავს, იმ საქმეში რომელსაც ის იხილავდა, წამების შესახებ საკითხი საერთოდ არ ფიგურირებდა და შესაბამისად, მისი კომპეტენცია არ იყო ეს საქმე გამოეძიებინა.

მისივე თქმით, მოლაშვილის წამების საქმე პროკურატურას უნდა გამოეძიებინა.

"დღემდე ვინმემ იცის მოლაშვილი ვინ აწამა? დღემდე გამოძიება ჩატარებულა და ვინმემ იცის ვინ აწამა? ჩემთან სისხლის სამართლის საქმე შემოსული იყო კონკრეტული ბრალდებით, მე ვიხილავდი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც წამების თემა საერთოდ არ ფიგურირებდა. ახლაც დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილებაში, რომ იმ მუხლებში რაც წარდგენილი ჰქონდა მოლაშვილს, იყო დამნაშავე", - განაცხადა მურუსიძემ.