უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოიგო

უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოიგო

უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოიგო. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 19 ივლისს, სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ კოლომოისკი გადასახადების გადახდას თავს არიდებს და კონტრაბანდითაა დაკავებული, ცრუ ინფორმაციად ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინულმა ტელეკომპანია "Студия 1+1"-მა, რომლის ეთერშიც სააკაშვილმა აღნიშნული განცხადება გააკეთა, სასამართლოს გადაწყვეტილება ეთერში უნდა გაუშვას.