ნატო-ს სურს, 2016 წლის ივლისის ვარშავის სამიტზე უკრაინა მიიწვიოს. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ უკრაინაში ნატო-ს ინფორმატიზაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის დირექტორმა ნატალია ნემილევსკაიამ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"2016 წლის ივლისში ნატო-ს სამიტი გვექნება. უნდა ვიფიქროთ, როგორც შეიძლება ჩავრთოთ უკრაინა ამ პროცესში, რის შემოთავაზება შეუძლია უკრაინას ამ სამიტზე", - განაცხადა ნემილევსკაიამ.
ნატო-ს სამიტი 8-9 ივლისს, ვარშავაში გაიმართება.