პუტინის ხელმოწერილი კანონით, რუსეთს უფლება ექნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს

პუტინის ხელმოწერილი კანონით, რუსეთს უფლება ექნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს

ამიერიდან რუსეთს უფლება ექნება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამის კანონს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას რუსეთის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად ჩათვლის, რუსეთს უფლება ექნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვას.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ შესაბამისი კანონპროექტი 4 დეკემბერს მიიღო, 9-ში კი დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.

კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, ის რუსეთის "სამართლებრივ სუვერენიტეტს" უზრუნველყოფს და საერთაშორისო სასამართლოების "ტენდენციურ გადაწყვეტილებებს" შეეწინააღმდეგება.