გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ის შემოთავაზებაზე სირიაში გერმანული სამხედრო ძალების გაზრდის შესახებ უარი თქვა. ამის შესახებ მერკელმა გერმანულ ტელეკომპანია ZDF-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ბერლინი საკუთარ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ვაშინგონტმა ბერლინს ანტიტერორისტულ ოპერაციაში უფრო აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. გამოცემის თანახმად, ასეთი თხოვნით პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა გერმანიის თავდაცვის მინისტრს ურსულა ფონ დერ ლიაენს მიმართა.
გერმანია ანტიტერორისტულ ოპერაციაში 2016 წლის იანვრის დასაწყისში ჩაირთვება. სამხედრო მისიაში ბუნდესვერის 1 200-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
"დოიჩე ველე" წერს, რომ მათი ნაწილი თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე უკვე ჩავიდა.