რუსეთი არ გამორიცხავს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი დააყენოს

რუსეთი არ გამორიცხავს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი დააყენოს

რუსეთი არ გამორიცხავს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი დააყენოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სანქციების საკითხი სავარაუდოდ, რუსული მხარის იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც "ისლამური სახელმწიფო" ნავთობს თურქეთზე ყიდის.
ჩურკინის განცხადებით, თურქეთი ვალდებული იყო, ნავთობის კონტრაბანდის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის მიეწოდებინა. როგორც მან განაცხადა, რუსეთი ამჟამად გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციას ამზადებს, რომლის თანახმად, გაერო-ს გენერალური მდივანი ვალდებული იქნება, უშიშროების საბჭოს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ტერორისტებთან ნავთობის ვაჭრობის საკითხზე. 
თურქეთი რუსული მხარის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ კონტრაბანდულ ნავთობს "ისლამური სახელმწიფოსგან" სირიის მთავრობა ყიდულობს.