"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო პროექტი აუცილებლად ამოქმედდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ უკვე მომავალი წლისათვის მარაბდა-კარწახის სახით ტვირთბრუნვის ალტერნატიული მიმართულება გაჩნდება.
"ქართული მხარე მზად არის აღნიშნული მიმართულებით მატარებელი დღესაც გავატაროთ. თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთის მონაკვეთის ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ წელს ჩვენ ალტერნატიული მიმართულება გვექნება და კონტეინერების ნაწილი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით წავა", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.