პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში აგრესიული მუხტი არსებობს.
"სამწუხაროა, საზოგადოებაში ასეთი აგრესიული მუხტი რომ არსებობს, მაგრამ საბედნიეროდ, ესაა ძალიან დიდი უმცირესობა საზოგადოების. უმცირესობაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გაშმაგებით გვესხმოდნენ თავს", - განაცხადა პრემიერმა, პატრიარქის მიერ შეწყალების საკითხზე გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.
"ძალიან ემოციური დღე იყო, 80 პატიმარი იჯდა დარბაზში", - დასძინა კახა კახიშვილმა.
"მე მგონი დროა, გამოათავისუფლოთ საკნები... რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ", - მიმართა ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს.