მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება მცირდება

მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება მცირდება

1. კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად მერიაში შრომის ანაზღაურება მცირდება

2. მერია სახელფასო ფონდის მოცულობას 1 მილიონ 500 ათასი ლარით ამცირებს

3. ნარმანიას ინფორმაციით, მერიაში შრომის ანაზღაურება შემცირდება

4. მერია წინა წელთა შედარებით შრომის ანაზღაურების მოცულობას ამცირებს

5. ნარმანია - შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა 1 მილიონი 500 ათასი ლარით შემცირდა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის მიხედვით მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა შემცირებულია.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის პრეზენტაციისას აღნიშნა, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა 1 მილიონი 500 ათასი ლარით შემცირდა.

ამასთან, სამივლინებო ხარჯები - 230 ათასი ლარით არის შემცირებული, წარმომადგენლობითი ხარჯები - 368 ათასი ლარით, ხოლო ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯები 449 ათასი ლარით ნაკლებია.