"ქართველ სომეხთა კავშირი" ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშთა პანსიონატს საჩუქრებს ჩაუტანს

"ქართველ სომეხთა კავშირი" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა პანსიონატისთვის საჩუქრების ჩატანას გეგმავს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულ აქციას, 2016 წლის დადგომასთან დაკავშირებით მართავს. აქციის ფარგლებში, "ქართველ სომეხთა კავშირი" გეგმავს, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა პანსიონატს საჩუქრად  საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩაუტანოს. 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაციის ოფისში (ქ.თბილისი, ქ.წამებულის # 25) 12:00-დან 17:00 საათამდე საჩუქრები მოიტანონ.

თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის "ქართველ სომეხთა კავშირის" წარმომადგენლები წინასწარ გიხდით მადლობას!