პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მაჟორიტარების არჩევის 50%-იანი ბარიერი საკმაოდ მისაღები ფორმაა.
"50%-იანი ბარიერი ჩვენ იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ მაღალი ლეგიტიმურობა ჰქონდეს მაჟორიტარს. თუ კი ის პროცენტს გაუზდრის სიას, ეს ხომ ერთი გუნდი იქნება? ნუ ავჩქარდებით იმით, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს სისტემა შევაძულოთ, ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის, რომ თითქოს ვინმეს ჩაგრავენ. საქართველო ერთიანია და ადამიანი, რომელიც თუნდაც ორი, ერთად გაერთიანებული რეგიონის ინტერესს გამოხატავს, მას გაცილებით მეტი მოეთხოვება. მას ერთშიც და მეორე რეგიონშიც უნდა სცემდნენ პატივს და იცოდნენ, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი, ღირსეული იქნება. ამაშია ლოგიკა და ფილოსოფია. რატომ ვთვლით რომ მაჟორიტარი, რომელსაც 50%-იანი ბარიერი აქვს, არ ვარგა? არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მართლა გული შესტკივათ ქვეყანაზე. ჩვენ გთავაზობთ ამ ვარიანტს. ჩვენ შეგვიძლია დავასაბუთოთ, რატომ არის ეს ვარიანტი უკეთესი. ეს საუკეთესო ვარიანტია და ალბათ მომავალში თემატური უმრავლესობებიც შეიქმნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.