ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების მაღალი დონის კლინიკებად ჩამოყალიბებისთვის პარტნიორს არჩევს

ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების მაღალი დონის კლინიკებად ჩამოყალიბებისთვის პარტნიორს არჩევს

ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების მაღალი დონის კლინიკებად ჩამოყალიბებისთვის პარტნიორს არჩევს ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების მაღალი დონის კლინიკებად ჩამოყალიბებისთვის პარტნიორის შერჩევაზე კონკურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ

ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა.

კვარაცხელიამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კლინიკები მფლობელობაში სახელმწიფოს დაუბრუნდა, რის კონტექსტშიც აღნიშნა, რომ ახლა სამივე მათგანში პარტნიორის შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები მაღალი დონის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებებად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანაარსებობით ჩამოყალიბდებიან.

"მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს სწორი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო სექტორისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ეს სისტემა ჩვენ არ მოგვიგონია. ასეთი სისტემა მუშაობს ინგლისში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოხდება სწორედ აღნიშნული გამოცდილების გადმოტანა.

ჩვენ მივიღებთ ძალიან მაღალი დონის საავადმყოფოებს, ეს იქნება მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური კლინიკები, ე.წ. მესამე დონის კლინიკები, სადაც პაციენტები მხოლოდ გართულებულ, მძიმე შემთხვევებში მოხვდებიან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვალერი კვარაცხელიამ ინფორმაციით, ჯანდაცვის ობიექტებთან მიმართებაში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების თანაარსებობის შესახებ კანონის შექმნაზე ეკონომიკის სამინისტრო ამჟამად მუშაობს, ვინაიდან დღემდე შესაბამისი რეგულაციები არ არსებობს.

"ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამისი კანონის შექმნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისისთვის იქნება შემუშავებული", - აღნიშნა კვარაცხელიამ.