ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რადგან მას არ ჰყავს ისეთი კანდიდატები და არ აქვს პოპულარობა, რომ არჩევნებზე უმრავლესობა მოიპოვოს.
როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, გაუგებარია, თუ როგორ უერთდება სხვადასხვა სოფლები კონკრეტულ რაიონებსა თუ ოლქებს.
„ამ კანონპროექტს აქვს ერთი სახელი შიში ოხერია. გასაგებია, რომ ეშინია დღეს „ქართულ ოცნებას“, რომ მას არ ჰყავს ისეთი კანდიდატები და მას არ აქვს ისეთი პოპულარობა, რომ მოიპოვოს უმრვლესობა. ამ სისტემით ჩატარებლ ყველა არჩევნებში, მმართველი გუნდი იღებდა 15-18%-ით უფრო მეტ მანდატებს, ამ მექანიზმის გამოყენებას ცდილობს ხელისუფლება. თქვენ ვერ დაასახლებეთ ვერცერთ სახელმწიფოს, სადაც ერთი და იგივე პალატაში წარმომადგნელობითი ორგანოსა, აირჩევიან როგორც პროპორციული წესით, ასევე მაჟორიტარული წესით და იქ დაბალანსების მექანიზმი არ არსებობს. ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. ესაა მოძველებული და არაადეკვატური სისტემა. არარეალობაა მარტვილის და აბაშის გაერთიანება. მაინტერესებს, ამ ხობს რომ მიაბით ზუგდიდის ნახევარი სოფლები, ვინ მოიფიქრა ეს? რა პრინციპით შეიძლება 50% სოფლების მოჭრა ზუგდიდიდან და ხობს მიაბა, ალბათ დიდი დამსახურება აქვს ბატონ ბუკიას. ყვარელზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია. გამოდის, რომ ონის, ლენტეხის, ცაგერის, სხვადასხვა მაჟორიტარები გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით, ანუ ვისაც უუქმებენ ოქლებს და სხვა დანარჩენი არა? ამ ადამიანებმა რა უნდა უთხრან საკუთარ ამომრჩეველს? რაჭას რომ ორად ყოფთ, საიდან მოვიდა ეს გადაწყვეტილება? ბაღდათი ხარაგაული ავიღოთ, დამაკავშირებელი გზაც კი არ არსებობს, ბილიკია. რა ერთიანობაზეა საუბარი. რა საფუძვლები გააჩნია ამის გაკეთებას. თხოვნა მაქვს, აუხსენით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას, ამ სამხარეო პროპორციული არჩევნების პირობებში არ დაკარგავთ იმაზე მეტ ადგილს, რასაც მაჟორიტარულ ოლქებში, ეს მარტივი არითმეტიკაა. 30%-იანი მხარდაჭერის პირობებში 50%-იანი მანდატების მოპოვება არ გამოვა, ეს ბუნებაში არ ჯდება", - განაცხადა ჩიქოვანმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ანომალიაა, როდესაც ამ თემაზე "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობა" წამოაძახებს.
"გული მეწვის, რომ ამ თემაზე რაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ, “ქართულ ოცნებას“ წამოაძახებს „ნაციონალური მოძრაობა“, ესაა პოლიტიკური ანომალია. ჩვენ არავინ დაგველეპარაკა, ესენი ქვებს გესვრიან და თქვენც ესვრით, მაგრამ ჩვენც არავინ გვესაუბრა, შეგვძელო ისეთი სისტემა შემოგვეთავაზებინა, რაც მისაღები იქნებოდა ორივე თქვენგანისთვის. მე არ ვიცი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, არ ვიცი საერთოდ რაზეა საუბარი, რომელი სტანდარტის უზრუნველყოფაზე. თქვენ აპირებდით ვენეციის კომისიაში გაგზავნას, დასკვნის მიღებას და მერე ამის წარდგენას, ახლა საუბარია, რომ 3-4 თვე ეს დასკვნა არ იქნება, კარგით რა ჩვენ ყრუები არ ვართ და გვესმის შიგნით რა ხდება. არც თუ ისე მონოლითურია ეს „ქართული ოცნების“ კოალიცია. როდის უნდა დავიწყოთ ამომრჩეველზე მუშაობა, როცა თქვენ გვთავაზობთ რომ ეს პირველ ივლისს უნდა გავაკეთოთ, ეს სტანდარტში არ ჯდება. გასაგებია, რომ გაქვთ ხმა ეს ყველაფერი მიიღოთ, მაგრამ უხერხულია სხვა თუ არაფერი, ასე უტიფრად რომ ეს რეფორმა შემოვაჩეჩოთ ქართულ საზოგადოებას და ვთქვათ, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოა. შიში ოხერია და ძალა აღმართს ხნავს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.