,,ადვოკატთა ალიანსი’’-ს თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს

,,ადვოკატთა ალიანსი’’-ს თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს

,,ადვოკატთა ალიანსი’’-ს თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სასამართლოს წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

თუ სახელმწიფო, საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი დაუშვებს, რომ მოსამართლის მიმართულებით ვისაც რა უნდა ის თქვას, ქვეყნისთვის ამაზე დამღუპველს ვერაფერს მოვიფიქრებთ. სწორედ ამას ვამბობდით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში. სწორედ ეს განაპირობა წინა დღეების კამპანიამ სასამართლოს მიმართ და შედეგმაც არ დააყოვნა. ნამდვილად არ ვიცი რამდენად არგუმენტირებულია კორტების საქმის განაჩენი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი, სასამართლოს სხვა ინსტანციების ნაცვლად, ნეგატიური პიარი და ზემოქმედების სხვადასხვა გაუმართლებელი ხერხები არ უნდა იყოს!