რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, რუსულმა ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.
"რუსულმა ვერტმფრენმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გაბრუნდა", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიას.
"აღნიშნული საკითხი განხილული იქნება ორმხრივ შეხვედრაზე", - აღნიშნეს უწყებაში.