ავღანურმა ჯარებმა ქალაქ ყანდაარის აეროპორტი

ავღანურმა ჯარებმა ქალაქ ყანდაარის აეროპორტი "თალიბანის" დაჯგუფებისგან გაათავისუფლეს

ავღანურმა ჯარებმა ქალაქ ყანდაარის აეროპორტი "თალიბანის" დაჯგუფების წევრებისგან გაათავისუფლეს. "ბიბისის" ინფორმაციით, ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის არმიამ გაანადგურა "ბოევიკების" ბოლო ჯგუფიც, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტზე ახორციელებდნენ თავდასხმას.

ბოლო მონაცემებით, ამ შეტევების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაიჭრა 37 პირი, აქედან 17 სამხედრო მოსამსახურეა და 4 პოლიციელი.

სპეცოპერაციის დროს 11 თალიბი დაიღუპა. როგორც კი ავღანეთის სამხედროებმა აეროპორტის დაკავება შეძლეს, ტერორისტებმა თავი აიფეთქეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოჰყვა.