მიხარია, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტია

მიხარია, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტია

მიხარია, რომ დღეს საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სასწავლი ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართული ტრენინგის გახსნის შემდეგ განაცხადა.    "ჩვენ, იუსტიციელები, დღეს ვზეიმობთ 10 დეკემბერს. დღეს არის დღე, როცა ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო აჯერებს და აფასებს იმას, თუ რა გააკეთა 1948 წლიდან დღემდე, ადამიანის უფლებების სფეროში. 1948 წლის 10 დეკემბერს, როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას მოეწერა ხელი, ყველა სახელმწიფომ თქვა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს პრიორიტეტი. მე მიხარია, რომ დღეს საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტია", - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ ტრენინგს, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ის ეხება ადამიანის უფლებების, სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, სხვადასხვა უფლებასა და თავისუფლებას, ასევე იმ ფუძემდებლურ თემას, თუ ვინ უნდა იცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებებს - სახელმწიფო, თუ მასთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც.

ორდღიანი ტრენინგი დღეს გაიხსნა და მას 150 დაინტერესებული პირი, ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 22 მოსწავლე დაესწრება.