რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პირველ ფინანსისტს, ვალის დაუბრუნებლობის გამო, უკრაინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა დაავალა.
როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა არაოფიციალურ საუბრებში განაცხადეს, რომ არ დაეთანხმებიან უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციას.
„მიმართეთ სასამართლოს. საინტერესოა, თუ დასავლეთის პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინა გადახდისუნარიანია მომავალ წელს, შეიძლებოდა, რომ წლების მანძილზე ეს რისკები გაეყოთ. ეს გაუგებარია“, - მიმართა პუტინმა ფინანსთა მინისტრს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.