შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა, თუმცა ამის შესახებ პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დღეს დილით შეიტყვეს.
მათივე თქმით, გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. ჩამტვრეულია ოფისის შუშები და რამდენიმე ათეული ტყვიით ოფისის ინტერიერიც დაზიანდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.
დაკითხვაზე იმყოფებოდა დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი.
ზორაბ ყოჩიაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები ჩავლენ და მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებენ.