პროგრესი არსებობს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო და უმცირესობების დაცვა

პროგრესი არსებობს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო და უმცირესობების დაცვა

პროგრესი არსებობს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო და სხვადასხვა უმცირესობის დაცვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განუცხადა, რომელიც სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

"ადამიანის უფლებები ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პროგრესი ძალიან კარგად გამოჩნდა წინა წლებშიც და ჩანს მიმდინარე წელსაც. მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას. გუშინ მე პრემიერის მოხსენებას ვუსმინე, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება გამოკვეთილი იყო. ამ დოკუმენტიდან ვხედავთ საქართველოს პროგრესს სხვადასხვა სფეროში. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია, მაგალითად, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სასამართლო, სხვადასხვა უმცირესობის დაცვა”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ  ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იდეალური სიტუაცია არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.

”შესაბამისად, ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს და ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან", - აღნიშნა ელჩმა.