"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მოქალაქე ქუჩაში არ იყინებოდეს"

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ მუშაობა დაიწყო უსახლკაროთა პრობლემების მოგვარებაზე. 

როგორც ნარმანიამ ერთწლიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა, 2012 წლის დეკემბერიდან მოქმედი თავშესაფრის, ე.წ. „კარვების ქალაქის“ შემდეგ, პირველად აშენდა კაპიტალური თავშესაფარი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტიპის ნაგებობისათვის განსაზღვრულ ყველა სტანდარტს. 

"თავშესაფარი გათვლილია 240 ბენეფიციარზე, რომლებიც ადგილზე მიიღებენ საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურებას. ასევე, უსახლკაროთა საკითხის გრძელვადიანი და თანმიმდევრული მოწესრიგებიათვის, თბილისის მუნიციპალიტეტმა, პირვალმა დაამტკიცა უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი", - აღნიშნა ნარმანიამ.