ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა რუსეთის 5 მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „LifeNews“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ბოევიკებმა რუსეთის მოქალაქეები სიკვდილით დასაჯეს, რადგან ექსტრემისტული დაჯგუფების უსაფრთხოების სამსახურმა ისინი შპიონაჟში დაადანაშაულა.
ტერორისტების მსხვერპლთა ვინაობა ამ წუთებშიც დგინდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უცხოურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა რუსეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს და მკვლელობის ამსახველი ვიდეო რგოლი ინტერნეტში გაავრცელეს.