იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი მიმართვა გადასცეს

იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი მიმართვა გადასცეს

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს "ახალი მემარჯვენეების" მიერ ინიცირებული ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი მიმართვა გადასცეს.

დოკუმენტის გადაცემამდე ჟურნალისტებს მოლოდინების შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ესაუბრა.

როგორც მანანა ნაჭყებიამ აღნიშნა, საკმაოდ პოზიტიური ფონია იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

მისივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერა 17-მა ძირითადმა პოლიტიკუმა პარტიამ, თუმცა მათ შორის არ არიან სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები.

"ცხადია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საკითხში მაინც დაგვეფიქსირებინა ერთიანობა საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას და პირველ რიგში სახელისუფლებო პარტიებს შორის. ეს ერთიანობა ასეა თუ ისე, მაინც შედგა, 17 ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოში საქმიანობს, ხელს აწერს ამ დოკუმენტს", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.