რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი შეიარაღება შეიტანა

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი შეიარაღება შეიტანა

ჩრდილოეთ კავკასიასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სამხედრო ნაწილებმა და ფორმირებებმა, ერთი წლის მანძილზე 150 ერთეული უახლესი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, „ისკანდერ-მ“ მიიღეს.

როგორც გამოცემა "sputnik-ossetia" წერს, 2015 წლის მანძლზე სამხრეთ სამხედრო ოლქის საჯარისო დანაყოფებმა 150 ერთეული სამხედრო ტექნიკა და სპეცაღჭურვილობა, მათ შორის, ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი „Искандер-М“, მოდენრიზებული ტანკები Т-72Б3, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები БМ-21 "Град", საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Стрела-10", უპილოტო საფრენი აპარატები "Леер-3", ელექტრონული ბრძოლის კოპლექსი "Борисоглебск-2", გრძელბაზიანი ავტომობილები Урал-4320-0811-31 და ავტობუსები ПАЗ-3205 მიიღეს.

ცნობისთვის "Искандер-М" განკუთვნილია 500 კილომეტრამდე სიგრძის მცირეზომიანი სამიზნეების, სარაკეტო კომპლექსების, არტილერიის, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების განადგურებისთვის, აეროდრომებსა და სამეთაურო პუნქტებში.