ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სერბეთში იმყოფებოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სერბეთში იმყოფებოდა

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკის მიწვევით, სერბეთში ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა, რომ საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება ქვეყნებს შორის, რომლებიც თავისუფალი განვითარებისთვის იღწვიან.

ე.წ. მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთში კარგად იციან სერბეთის უახლესი წარსული, რომელიც სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისთვის გადატანილ მძიმე ომსა და ბრძოლასთანაა დაკავშირებული.

„ჩვენთვის ცნობილია, თუ რა მძიმე წნეხში იმყოფებოდა თქვენი რესპუბლიკა. მიუხედავად კონფლიქტის მძიმე მემკვიდრეობისა, სერბეთი წარმატებით ვითარდება“, - განაცხადა ჩირიკბამ და აღნიშნა, რომ აფხაზეთის დელეგაციის პირველი ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება.

თავის მხრივ სერბეთის პრეზიდენტმა აფხაზეთთან ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების დამყარების დიდი ინტერესი გამოთქვა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის იბრძვის.

„აფხაზეთი თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო აღიარებისთვის იბრძვის“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აუცილებელია პატივი სცეს ყველამ ერების თავისუფალ არჩევანს.

შეხვედრის დასასრულს, ოკუპირებული აფხაზერთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სოხუმში დაპატიჟა.