ჩვენ ველოდებით, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკური შეფასება იქნება პოზიტიური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"ჩვენ ველოდებით, რომ ტექნიკური შეფასება იქნება პოზიტიური. ევროკავშირში მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.