საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც გამართეს

საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც გამართეს

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

როგორც "პირWელს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველო-ბულგარეთის მეგობრობას და სამომავლო თანამშრომლობის პერპსექტივებზე იმსჯელეს.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში და აღნიშნულ სექტორში ბულგარული ინვესტიციების ზრდის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის დღეს გაფორმდება.

შეხვედრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობას საბორნე გადაზიდვების სფეროში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ტენდენციას.