ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ქვეყანაში ფიზიკური პირებისთვის სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს შედეგია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და იმ პროცესების, რომელიც ეკონომიკაშია.
„სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის მარალი. ესაა შედეგი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და გამოძახილი იმ პროცესების, რომელიც არის ეკონომიკაში“, - განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 4 ნოემბერს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 7%-დან 7.5%-მდე გაზარდა.