მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება. 
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, იმპერატორ მაქსიმინის ბრძანებით, 305-313 წლებში წმინდა ეკატერინეს თავი მოკვეთეს. 
ქრისტიანობაზე მან 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია. მათ იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს.
ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელი სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერშია დაბრძანებული. 
წმინდა ეკატერინე ორსულთა და მშობიარეთა შემწედ ითვლება.