პარლამენტში ხვალ მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" ცალ-ცალკე ითხოვენ.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, თითოეულ ფრაქციას შოთაძესთან შესახვედრად დაახლოებით 2-საათიანი დრო ექნება გამოყოფილი.
მთავარი პროკურორის კანდიდატურას პარლამენტმა მიმდინარე კვირას უნდა უყაროს კენჭი.