ოდესის ნავსადგურისპირა ქარხნის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლაი შურიკოვმა, თოქ-შოუ "Шустер LIVE"-ში მონაწილეობის შემდეგ, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მუშტი დაარტყა.
უკრაინული მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი სააკაშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკა გახდა. ოდესის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საწარმოს კორუფციულ სქემებზე ისაუბრა.
ამასთან, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, საწარმოში, სახელმწიფო ქონების, 4 მილიარდი უკრაინული გრივნის დანაშაულებრივი გზით მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.
თოქ-შოუს ეთერში სააკაშვილსა და შურიკოვს შორის შელაპარაკება მოხდა. გუბერნატორი ქარხნის დირექტორის მოადგილის მიერ დადებულ ერთ-ერთ კონტრაქტს აკრიტიკებდა, ხოლო შურიკოვი ოდესის ოლქის ხელმძღვანელის ქმედებებს.
ტელეარხ „24“-ის ინფორმაციით, თოქ-შოუს დასრულების შემდეგ სააკაშვილს შორიკოვმა მოულოდნელად მხარში მუშტი დაარტყა და მას უკრაინელი ხალხის მტერი უწოდა.
„თქვენ უკრაინის მტერი ხართ. გაანადგურეთ ყველაფერი, რაც საქართველოში არსებობდა და ახლა აქ ჩამოხვედით გასანადგურებლად. ჩვენ საუბარს ერთ თვეში დავუბრუნდებით, როცა მე დაგიმტკიცებთ, რომ მე ეფექტური მენეჯერი ვარ, ხოლო თქვეn იტყუებით ჩემთან დაკავშირებით“, - განუცხადა სააკაშვილს ნიკოლაი შურიკოვმა.