აშშ-მ რუსულ "როსობორონექსპორტს" სანქციები ნაწილობრივ მოუხსნა. ამის შესახებ გამოცემა "დოიჩე ველე" აშშ-ის ფედერალური რეესტრის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ცნობით, სანქციები გაუქმდა ავღანეთში რუსული ვერტმფრენების - მი-17-ების მომსახურებაზე.
აშშ-მ "როსობორონექსპორტის" წინააღმდეგ სანქციები სექტემბერში დააწესა და სახელმწიფო დასეწებულებებს აღნიშნულ კომპანიასთან რაიმე სახის გარიგება აუკრძალა. მიუხედავად ამისა, ფედერალური რეესტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომები არ ვრცელდება იმ "საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომელიც მი-17-ების მომსახურებას, რემონტს, ტექნიკურ შემოწმებასა და უზრუნველყოფას ეხება".