პრემიერ-მინისტრი GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტ რიკარდო კორდობას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტ რიკარდო კორდობას შეხვდა

საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო პრემიერ-მინისტრისა და კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები.

როგორც "პირWელს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი „ჩალიკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკი დაესწრო.

„ჩალიკ ჰოლდინგმა“, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.