რუსეთში, ულიანოვსკში მდებარე თურქულ ლუდსახარშს, რომელიც თურქულ კომპანია „Anadolu Efes“-ს ეკუთვნის, თავს დაესხნენ.
თავდამსხმელებმა, რომლებიც ადგილზე რამდენიმე ავტომობილით მივიდნენ, შენობა დააზიანეს, ჩამოხსნეს თურქეთის დროშა და მას კვერცხები დაუშინეს. ჩამოხსნილი დროშის სანაცვლოდ, მათ რუსეთისა და რუსეთის საჰაერო დესანტის დროშები დაკიდეს.
გარდა ამისა, თავდამსხმელებმა ქარხნის შესასვლელთან თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერეს
ადგილობრივი მედია მომხდარს თურქეთში რუსული სამხედრო თვითმფრინავის, მოიერიშე სუ-24-ის ჩამოგდებას უკავშირებს.