ევროკავშირი ლტოლვილებს ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომლის მოსაზრებით, ევროპულმა ქვეყნებმა საზღვრების დაცვა უნდა გააძლიერონ.
მისი თქმით, საფრანგეთი შეასრულებს ვალდებულებას 2015-16 წლებში 30 000-მდე მიგრანტის მიღების შესახებ, თუმცა ფრანგებმა იციან, რომ პარიზის ტერაქტების ზოგიერთი შემსრულებელი საფრანგეთში სწორედ მიგრანტებთან ერთად ჩამოვიდა.
"ბიბისი" აღნიშნავს, რომ დებატები ევროპული საზღვრების დაცვის საკითხზე პარიზის ტერაქტების შემდეგ გააქტიურდა.