უნგრეთის პოლიციამ ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
უნგრეთის ანტიტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ჯერ კიდევ გასულ კვირას ჩატარდა, თუმცა განცხადება მხოლოდ დღეს გაკეთდა.
პოლიციის ცნობით, დაკავებულთა ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს, მათი სახლების ჩხრეკისას კი, სამართალდამცველებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმოების ლაბორატორია აღმოაჩინეს.
დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. პარიზის ტერაქტების შემდეგ, ევროპულ ქვეყნებში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გააძლიერეს.