ავღანეთში "თალიბებმა" მოლდოვას კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ექსტრემისტებმა ბორტზე მყოფი 3 ადამიანი მოკლეს, 18 ადამიანი კი, მათ შორის მოლდოვას 3 მოქალაქე, დაატყვევეს. "თალიბებმა" უკვე განაცხადეს, რომ შესაძლოა, ტყვეები სიკვდილით დასაჯონ.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, ვერტმფრენი გაეროს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდა. ამის შესახებ მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ბალანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, პროვინცია ფარიაბში ჩამოაგდეს.