ანკარა განახორციელებს ყველა ძალისხმევას მოსკოვთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მიუხედავად "სუ-24"-ის ინციდენტისა. ამის შესახებ თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ვოლკან ბოზქირმა განაცხადა.
"რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი ყველა ძალისხმევას განახორციელებს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უკეთესი იყოს. მინდა, რომ ამ პრობლემამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მიაყენოს ზიანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში ყველა ეს მოვლენა გამოძიებული იქნება და გაკეთდება სათანადო განცხადებები", - განაცხადა ბოზქირმა.