ტუნისში ავტობუსის აფეთქების შედეგად პრეზიდენტის დაცვის 12 წევრი დაიღუპა

ტუნისში ავტობუსის აფეთქების შედეგად პრეზიდენტის დაცვის 12 წევრი დაიღუპა

ტუნისის დედაქალაქში ავტობუსი ააფეთქეს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის წევრები გადაჰყავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ბეჟი ქაიდ ეს-სებსიმ ქვეყანაში 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დედაქალაქში კი კომენდანტის საათი შემოიღო.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.