ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, - აღნიშნული განცხადება გუშინ, ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
სტოლტენბერგმა მხარეებს სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგი გაგრძელდება.
"თურქეთის ელჩმა მოგვაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე. ასევე ვესაუბრე თურქეთის პრემიერ-მინისტრს. თურქეთმა მოგვახსენა რუსეთის ბომბდამშენის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. მე მაქვს ჩემი მოსაზრება იმ ყველაფერზე, რასაც რუსეთი ნატოს საზღვრებთან ახლოს ახორციელებს, იმ სამხედრო ოპერაციებზე. იმედია, მომავალში ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდება. ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას. გავაგრძელებთ ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგს ძალიან ახლოს. ველოდები, რომ შედგება შემდგომი კონტაქტები ანკარასა და მოსკოვს შორის. მოვუწოდებ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თურქეთის მიერ რუსეთის "სუ-24"-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.
"ინტერპრესნიუსი" იენს სტოლტენბერგის გამოსვლის ქართულ თარგმანს "რუსთავი2"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.