რეჯებ ტაიპ ერდოღანი - თურქეთმა მიიღო ზომები იმ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია

რეჯებ ტაიპ ერდოღანი - თურქეთმა მიიღო ზომები იმ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულ "სუ-24"-თან დაკავშირებულ ინციდენტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეხმაურება და აცხადებს, რომ თურქეთმა მიიღო ზომები იმ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. 
"ტასის" ინფორმაციით, ეს განცხადება ერდოღანმა გუშინ, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
"ყველამ პატივი უნდა სცეს თურქეთის უფლებას, დაიცვას თავი საფრთხეებისგან. ამოუცნობმა თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ხუთი წუთის განმავლობაში მან ათი გაფრთხილება მიიღო. რეაგირების მიღებული წესების ფარგლებში მას გაეწია წინააღმდეგობა. ეს გაკეთდა ჩვენი საზღვრების საფრთხეზე რეაგირების წესების ფარგლებში", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.