თურქეთის მიერ რუსულ "სუ-24"-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ნატოსა და რუსეთს შორის ამ დრომდე კონტაქტი არ შემდგარა.
ამის შესახებ შესაბამისი კითხვის პასუხად ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"იყო კონტაქტი ანკარისა და მოსკოვის წარმომადგენლებს შორის. ეს არის პირდაპირი კონტაქტი. ნატოსა და რუსეთს შორის კონტაქტი ამ დრომდე არ ყოფილა. თურქეთი ჩვენი პარტნიორია და ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან რუსეთთან", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.