გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, რუსეთის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებულმა ვითარებამ სირიის პრობლემის დარეგულირების საკითხი შესაძლოა უკან დახიოს.
"ეს სერიოზული შემთხვევაა. ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ არა მხოლოდ უკან გადავდგამთ ნაბიჯს სირიის საკითხის დარეგულირებაში, არამედ იმ იმედის ჩრდილიც კი დაინგრევა, რაც აქამდე არსებობდა", - აღნიშნა შტაინმაიერმა.
იგი იმედოვნებს, რომ ორივე ქვეყნის დედაქალაქებში კეთილგონიერება გაიმარჯვებს.