თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინი ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში ესკალაცია თავიდან უნდა ავირიდოთ.
"დილით ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ვესაუბრე. საჭიროა რუსეთსა და თურქეთს შორის ესკალაცია თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა გუშინ მოგერინიმ.
ამასთან, პენტაგონში განაცხადეს, რომ თურქეთმა აშშ-ს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მიშელ ბოლდანსის განცხადებით, პენტაგონი ადასტურებს, რომ აღნიშნულ ინციდენტში აშშ-ს ძალები არ მონაწილეობდნენ.
უწყების განცხადებით, თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო, იცავდა რა საკუთარ საჰაერო სივრცეს და არა როგორც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში აშშ-ს პარტნიორმა კოალიციაში.